ზელენსკი - უკრაინელები არ დაუშვებენ უკრაინის დამარცხებას, სიტყვებს "ომის დასასრული" ყოველთვის ვამატებთ "ჩვენს პირობებს"

უკრაინელები არ დაუშვებენ უკრაინის დამარცხებას. სიტყვებს "ომის დასრულება“ ჩვენ ყოველთვის ვამატებთ "ჩვენს პირობებს“, - ამის შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ჰოსტომელს ეწვივნენ, დასახლებას, სადაც ორი წლის წინ უკრაინელი სამხედროები მტრის დესანტს ცეცხლით შეხვდნენ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს, 24 თებერვალს, უკრაინელები გამარჯვებამდე 730 დღით არიან ახლოს, ომის დაწყების შესახებ განსხვავებული ისტორიების მიუხედავად, დასასრული ყველასთვის ერთნაირი იქნება - გამარჯვება.

მისივე თქმით, ყველას სურს ომის დასრულება, ამავდროულად, უკრაინის დამარცხებას არავინ მიიღებს.

"ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამატებთ „ჩვენს პირობებს“ სიტყვებს "ომის დასასრული". ამიტომ სიტყვა „მშვიდობის“ გვერდით ყოველთვის გვესმის "სამართლიანი". ამიტომ მომავალ ისტორიაში სიტყვა "დამოუკიდებლის" გვერდით ყოველთვის გამოჩნდება სიტყვა "უკრაინა". ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. უკვე 730 დღეა, ჩვენი ცხოვრების. და ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და დასავლელი ლიდერები იმყოფებიან.

კიევში ჩავიდნენ, იტალიის, კანადის, ბელგიის და დანიის პრემიერ-მინისტრები, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი, დემოკრატი ჩაკ შუმერი და სენატორები.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, 24 თებერვალს უკრაინაში სხვა ქვეყნების ლიდერების არაერთი ვიზიტია მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები