პარლამენტში "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხილვა იწყება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დაიწყება.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია. ასევე, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.

კანონპროექტით, საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები იზრდება. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ საკონკურსო კომისია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს.

კანონპროექტით, ასევე დგინდება, რომ საქართველოს პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ თანხმობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით გასცემს.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს. ასევე: იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები; განისაზღვრება რომ საკონკურსო კომისია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს; დგინდება, რომ საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ თანხმობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით გასცემს. ინიცირებული ცვლილებებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

კანონპროექტით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია. განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს ამ ხარვეზზე და განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას მისი აღმოფხვრისათვის. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პროცედურის განხორციელება არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.  ამასთანავე, განისაზღვრება, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგს დაექვემდებარება.

ცვლილებებით, ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, მამხილებელს მიანიჭოს მამხილებლის სტატუსი (მათ შორის, ანონიმური მამხილებლის სტატუსი), გაუწიოს მას სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მხილების ფაქტზე რეაგირებისთვის გაუგზავნოს სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს. 

ანტიკორუფციული ბიუროს ასევე ენიჭება უფლებამოსილება,  იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მამხილებლისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციისა და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მიმართოს აღნიშნულ სამსახურს.

კანონპროექტით უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.

ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები