რუსები აცხადებენ, რომ ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებზე დრონებით თავდასხმა იყო

27 თებერვალს ღამით, ორი უცნობი დრონი თავს დაესხა რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონს, - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა.

მისივე მტკიცებით , საჰაერო თავდაცვამ დრონები ჩამოაგდო.

"დაშავებულები არ არიან, ნგრევა არ არის. ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული და სასწრაფო დახმარების სამსახურები", - აცხადებს გუბერნატორი.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიანსკის ოლქის გარდა, საჰაერო თავდაცვამ ასევე ჩამოაგდო ერთი დრონი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები