ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 110 მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად 150-150 ლარი ჩაერიცხება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 110 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად 150-150 ლარი ჩაერიცხებათ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს ფულადი თანხით ყოველთვიურად ეხმარება, წელიწადში ერთხელ ფინანსდებიან სტაციონარული პროგრამით. ასევე ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულზე სარგებლობენ დახმარებით.

მათ აქვთ შეღავათები, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზე. მუნიციპალური ტრანსპორტით კი უფასოდ სარგებლობენ.

აღნიშნული სოციალური პროგრამა რამდენიმე წელია რაც მოქმედებს. მისი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა და რაც მთავარია, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები