სერგი ხიდეშელმა სოფელ სორში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრი მოინახულა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სოფელ სორში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრი მოინახულა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სერგი ხიდეშელი გაეცნო ჯგუფების სასწავლო გარემოს, აღსაზრდელებს დამატებით საჭირო ინვენტარი და სასწავლო დიდაქტიკური მასალები გადასცა.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცენტრის აღმზრდელებთან ერთად, მნიშვნელოვან თემებზე და საჭიროებებზე ისაუბრეს. 

საქართველოს კანონმა "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და  განათლების მიმართულებით.

ამ დროისთვის, აღნიშნული ცენტრები მუნიციპალიტეტის კიდევ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში უწერაში, ჭიორაში, წედისსა და ჟაშქვაში გაიხსნა, 5-6 წლიანი ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი, ადრეული და სკოლამდელი განათლება.

სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საპილოტე რეჟიმში ონის მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლამდელი განათლების მიწოდებას ალტერნატიული მოდელების ფორმით, თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი სიახლეები