ოდესაში, ნანგრევების ქვეშ რუსული თავდასხმის მეცხრე მსხვერპლი იპოვეს

ოდესაში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

2 მარტს ღამით,  რუსებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვები, მათ შორის სამი თვის ბავშვი.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ 2 მარტის ღამეს რუსებმა 17 "შაჰედით" და სამი Kh-59/Kh-35 რაკეტა გაუშვეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 დრონი ჩამოაგდეს.

3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები