ლევან ხაბეიშვილი - ყოველდღიურად ადამიანი გრძნობს თუ როგორ გაუძვირა ივანიშვილმა 12 წლის თავზე ცხოვრება

ყოველდღიურად ადამიანი გრძნობს თუ როგორ გაუძვირა ივანიშვილმა 12 წლის თავზე ცხოვრება, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის უდიდესი პრობლემაა საკვები პროდუქტების ფასები.

"ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებს უწევთ გაძვირებული პროდუქტების შეძენა მარკეტებში, მაღაზიებში, ბაზრებში და ყოველდღიურად ადამიანი გრძნობს თუ როგორ გაუძვირა ივანიშვილმა 12 წლის თავზე ცხოვრება. 

მე მიჭირავს ორი ქვითარი, რომელიც იყო 2012 წელს და რომელიც არის 2024 წელს და ძალიან მარტივად შემიძლია დაგიდასტუროთ, როგორ გაძვირდა ცხოვრება ჩვენი თანამოქალაქისთვის. იგივე მაგალითად ზეთი, რომელიც ყველა ოჯახში არის, რადგან მინიმალური პროდუქტების მომზადება შეძლოს ადამიანმა, ღირდა 3 ლარი და 10 თეთრი, ახლა ეს ზეთი ღირს 5 ლარი და 90 თეთრი. ძროხის ხორცი რომ ეყიდა ადამიანს, ამისთვის სჭირდებოდა 11 ლარი, დღეს სჭირდება 27 ლარი და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი თვეები ისე გავა, რომ ხორცს ვერ აჭმევს მის მცირეწლოვან შვილს, ზრდასრული ადამიანები კიდევ ითმენენ და თავის თავს არ ჩივიან, თუმცა შვილების გამოკვებას ვერ ახერხებენ ადამიანები და მე ვიცი საქართველოს მოქალაქე, რომელიც პურის ფქვილს ყიდულობს განვადებით და შემდეგ განვადებას იხდის, რომ სახლში მისი ოჯახის წევრს პური გამოუცხოს.

შესაძლებელია, რომ საქართველოშიც იყოს იაფი, მით უმეტეს სომხეთში ევროპული პროდუქციის დიდი ნაწილი ხვდება საქართველოს გავლით, ამიტომ ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს, შეცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით, კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები