მიხეილ სააკაშვილი - პრაქტიკულად 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა, ხალხის ასეთი აქტიურობა ნამდვილად იძლევა იმედს

საქართველოში ისტორიულად ყოველთვის რთულად იკრიბებოდა ხელმოწერები, ნებისმიერ თემაზე. ჩემი თავისუფლების საკითხი აღმოჩნდა გამონაკლისი - პრაქტიკულად 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა გაორმაგდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბი, ეს იქნება 100 ათასით მეტი, ვიდრე ამასწინათ, მთელს რუსეთში ერთადერთმა ომის მოწინააღმდეგე პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნადეჟდინმა შეკრიბა და ამ 200 ათასმა ხელმოწერამ ისე შეაშინა კრემლი, რომ ნადეჟდინი საარჩევნო კომისიამ აღარ გაატარა.

ყოჩაღ სოფო ჯაფარიძე, იგორ ნარმანია, ენმ-ის რეგიონალური ორგანიზაციები. ხალხის ასეთი აქტიურობა ნამდვილად იძლევა იმედს.

ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას", - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები