ზელენსკიმ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებების გაგრძელება დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.

"ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვას. ამ კვირაში რამდენიმე ჩანაცვლება მოხდა. ეს ყველაფერი არ არის. ყველა გადაწყვეტილება არ არის მომზადებული", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს, 30 მარტს, უკვე არის ახალი განკარგულებები მრჩევლების შესახებ.

"მადლობა ყველას გაწეული მუშაობისთვის. ჩვენ ვაქცევთ ოფისს უფრო ფუნქციონალურს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის თანამდებობიდან სერგი შეფირის გათავისუფლების შესახებ.

დღესვე ზელენსკიმ კიდევ რამდენიმე მრჩეველი და უფლებამოსილი პირი გაათავისუფლა. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ მრჩევლები მიხაილ რადუცკი, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო. გარდა ამისა, ზელენსკის გადაწყვეტილებით, თანამდებობები დატოვეს მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლებმა ნატალია პუშკარევამ და ალიონა ვერბიცკაიამ.

29 მარტს პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრეი ერმაკის რამდენიმე მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. საუბარია ანდრეი სმირნოვზე და ალექსეი დნეპროვზე.

იქამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი. მის ადგილზე ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა. დანილოვი უკრაინის ელჩი გახდება მოლდოვაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები