უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - ჩვენ გვახსოვს ყველა დაღუპული უკრაინელი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მტერმა სამართლიანად აგოს პასუხი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 31 მარტს, ოფიციალურად დაიწყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვასილი მალიუკის გადაცემის მოთხოვნა, რომელიც, კრემლის მტკიცებით, თითქოს პასუხისმგებელია მოსკოვის მახლობლად Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტზე, განცხადებას თავად უკრაინის სპეცსამსახური მკვეთრად გამოეხმაურა.

"საერთაშორისო სამართლის ნორმების, კერძოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციაზე აპელირების მცდელობისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავიწყდება, რომ პუტინი ოფიციალურად არის შეყვანილი საერთაშორისო ძებნილთა სიაში - კერძოდ, მას ჰააგის ტრიბუნალი ელის უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის", - აღნიშნავს სპეცსამსახური.

მისივე განცხადებით, აგრესორი ქვეყნის სამინისტროს ასეთი განცხადებები იმის ზუსტად უკრაინელი დამცველების მიერ ოკუპანტებისგან ბუჩას განთავისუფლების მეორე წლისთავზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტის უამრავი ფაქტი აღმოაჩინეს.

"ტერორიზმის შესახებ განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურია თავად ტერორისტული ქვეყნის მხრიდან ბუჩას განთავისუფლების წლისთავისა და რუსების მიერ იქ ჩადენილი სისასტიკის ფონზე. ჩვენ გვახსოვს ყველა დაღუპული უკრაინელი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მტერმა სამართლიანად აგოს პასუხი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი სიტყვა უმნიშვნელოა, რუსეთის ფედერაციას რეალურად შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც ყურადღების ღირსი იქნება - გამოაცხადოს მთელ მსოფლიოს ომში დამარცხების და უკრაინის მიწიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ", - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

22 მარტს უცნობი შეიარაღებული პირები Crocus City Hall-ში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ტერორისტები მასობრივად ესროდნენ ადამიანებს და ცეცხლი წაუკიდეს გასასვლელებს, რათა გაქცევა შეუძლებელი ყოფილიყო. დაიღუპა 150-მდე ადამიანი, დაშავდა 200-მდე.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციაში ტაჯიკეთის მოქალაქეები დააკავეს და ტერაქტში დაადანაშაულეს. პუტინმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები უკრაინაში გაქცევას ცდილობდნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა დაადასტურეს ISIS-ის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის არსებობა და უარყვეს უკრაინის მონაწილეობა.

როგორც 27 მარტს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რუსეთმა ტერაქტის მომზადების შესახებ სულ მცირე ერთი თვით ადრე იცოდა, მაგრამ გადაწყვიტა არ ემოქმედა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები