იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება განიხილა, რომელიც  სამ საკითხს შეეხება.

კანონპროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი გახდება,  პარტიული სიის შედგენისას, საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი.

მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით შემოდის ცნება - „დელეგატი“ და პარტია უფლებამოსილი იქნება და არა ვალდებული, რომ პროპორციულ სიაში კონკრეტულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთან მიმართებაში დააფიქსიროს საარჩევნო  ოლქის ნომერი.

"ცვლილება მომზადდა იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს გარკვეული განცდა, დეპუტატობის რომელ კანდიდატთან ექნება ბმა და აქ არაფერ შუაშია მაჟორიტარული სისტემის აღდგენა, რის თაობაზეც ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას ესაუბრებიან“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს. თუ აღნიშნულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, ამ კანდიდატთაგან არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება, შედეგად, მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის შესაძლებლობა გაცილებით მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი.

მესამე ცვლილებით, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა მოხდება სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა.

აღნიშნული 11-დღიანი ვადა დღეს მოქმედი ნორმაა, თუმცა 2025 წლის 1 იანვრიდან ის უნდა შეიცვალოს მე-8 დღით. ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ეს ვადა უცვლელი დარჩება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები