უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 444370 (+710) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.04.24-მდე: ტანკები - 7009 (+11), ჯავშანტექნიკა - 13368 (+18), საარტილერიო სისტემები - 11142 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1025 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 745 (+1), თვითმფრინავები - 347 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 8796 (+17), ფრთოსანი რაკეტები - 2059 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 14813 (+30), სპეციალური ტექნიკა - 1838 (+6).