Global Finance-მა "საქართველოს ბანკი" საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით რეგიონალური გამარჯვებულები გამოავლინა, რომლის მიხედვითაც  საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

Global Finance-ის რედაქტორებმა გამარჯვებული ბანკები აფრიკის, აზია-წყნარი ოკეანის, კარიბის ზღვის, ცენტრალური ამერიკის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის თითქმის 150 ქვეყნიდან შეარჩიეს. გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ ფინანსურ აღმასრულებლებთან, ბანკირებთან, საბანკო კონსულტანტებთან და ანალიტიკოსებთან კონსულტაციის საფუძველზე შეირჩნენ.

"საბანკო საქმემ ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციით კიდევ ერთ წყალგამყოფ მომენტს მიაღწია, რომელიც ჩანს რომ გადაწერს და შეცვლის საბანკო საქმიანობის, როგორც ინდუსტრიის  მიდგომებს. ამ მუდმივად ცვალებად გარემოში, საუკეთესო ბანკის ჯილდოები გადაეცემათ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს, გრძელვადიან სანდოობას  და ტექნოლოგიურ ინოვაციებს”, - განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა.

"საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელება ნიშნავს კიდევ ერთხელ იმის აღიარებას, რომ ბანკი სწორი გზით ვითარდება, როცა ცდილობს ხელი შეუწყოს მომხმარებელს და პერსონალიზებული, მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული საბანკო პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს; ისე განავითაროს დიჯიტალური არხები, რომ ყოველდღიურად მისწვდეს 1 400 000-მდე მომხმარებელს; ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება; მისცეს ბიზნესებს ახალი შესაძლებლობები, რომ არ გაჩერდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან საქართველოში საუკეთესო ბანკს. მადლობა მომხმარებელს, რომელიც გვირჩევს ჩვენ და ჩვენთან ერთად ქმნის საუკეთესო საბანკო გამოცდილებას", - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

წამყვანი ბანკების შერჩევისას, Global Finance-მა განიხილა სხვადასხვა ფაქტორები და კრიტერიუმები, რაც მოიცავდა: აქტივების ზრდას, მოგებიანობას, გეოგრაფიულ მოცვას, სტრატეგიულ ურთიერთობებს, ახალი ბიზნესის ხელშეწყობასა და  პროდუქტის ინოვაციურობას. სუბიექტური კრიტერიუმები კი მოიცავდა კაპიტალისა და საკრედიტო რეიტინგის ანალიტიკოსების, საბანკო კონსულტანტებისა და ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტების მოსაზრებებს.

(R)

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები