ხატია დეკანოიძე - ჩვენ, ქალები ვდებთ პირობას თქვენ წინაშე, რომ თქვენთან ერთად ჩვენ დავუპირისპირდებით ამ რუსულ კანონმდებლობას

ჩვენ, ქალები ვდებთ პირობას თქვენ წინაშე, რომ თქვენთან ერთად ჩვენ დავუპირისპირდებით ამ რუსულ კანონმდებლობას. ყველამ ერთად ჩვენი ძალები უნდა მოვაბილიზოთ და დავუპირისპირდეთ ამ ყველაზე უფრო დიდ ბოროტებას, რასაც ივანიშვილის პარტია ჰქვია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

დეკანოიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მათ მოშორებას ვერ შეძლებს და პირობას დებს, რომ ამ კანონს ბოლომდე დაუპირისპირდება.

"ქართულმა ოცნებამ" კვლავ გაბედა და შემოიტანა რუსული კანონმდებლობა საქართველოში. ჩვენ, ქალები ვდებთ პირობას თქვენ წინაშე, რომ თქვენთან ერთად ჩვენ დავუპირისპირდებით ამ რუსულ კანონმდებლობას, ვიბრძოლებთ ქალთა უფლებებისთვის და თითოეული თქვენგანის უფლებისთვის, მაგრამ ვიბრძოლებთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანისთვის, რომ ამ ქვეყანამ გააღწიოს სამშვიდობოს, ამიტომ, მე მივმართავ ყველას, მათ შორის ქალებს, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იდგა შარშან, მარტში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის უკანსვლის.  ყველამ ერთად ჩვენი ძალები უნდა მოვაბილიზოთ და დავუპირისპირდეთ ამ ყველაზე უფრო დიდ ბოროტებას, რასაც ივანიშვილის პარტია ჰქვია. 

ჩვენ ვართ კვლავ აქ, ვერ მოგვიშორებს "ქართული ოცნება", რაც არ უნდა გენდერული კვოტები გააუქმოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კვლავ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები