სალომე ზურაბიშვილი - "ოცნებამ" თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა, ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით

დღეს "ოცნებამ" ევროპას უთხრა  არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციებში წერია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ყველანაირი ეროვნული სულისკვეთება დაკარგა.

"დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, "ოცნებამ" თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციებში წერია. ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ხვალინდელს დღეს და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი.  დღეს "ოცნება" არის დაკავებული ჩვენი გზისა და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. 

თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონის, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ უნდა ვიხმარო, რუსული კანონის ინიციირება იმ კვირას, რომელიც მიდის 31 მარტიდან 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ყველაზე დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ არ გაგაჩნიათ - არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი ცნება, ევროპული და ეროვნული ერთადაა, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები