არჩილ თალაკვაძე - დიდი ხანია, აღარ ხართ ჩვენი ოპონენტები, თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში

დიდი ხანია, აღარ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს აწმყოშიც, წარსულზე რომ აღარ გესაუბროთ, რომ საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას წარსულზე საუბარი არ სურს.

"ვხვდებით, რომ წარსულზე აქვთ ალერგია და ეთაკილებათ საკუთარი წარსული. ამიტომ მოგვიწოდებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაივიწყოს ჩვენმა სამოქალაქო საზოგადოებამ წარსული. წარსულის დავიწყებას რა მოჰყვება, ეს კარგად ვიცით ისტორიიდან და ჩვენი წინაპრებისგან. ამიტომ წარსული დავიწყებას ვერ მიეცემა ვერანაირად და ყოველთვის, როდესაც თქვენ იქნებით მორალის პოზიციიდან, ყოველთვის, როდესაც თქვენ ისაუბრებთ ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკაზე, ევროპულ ღირებულებებზე, იცოდეთ, ყოველთვის გაგახსენებთ წარსულს.

აწმყოშიც ძალიან ცუდად არის თქვენი საქმე, რადგან თქვენ არ გიხარიათ და არ გულშემატკივრობთ საქართველოს. თქვენ დიდი ხანია, აღარ ხართ სახელისუფლებო გუნდისა და სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის ოპოზიცია; დიდი ხანია, აღარ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს აწმყოშიც, წარსულზე რომ აღარ გესაუბროთ, რომ საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები