თეონა აქუბარდიამ და ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტი დააინიცირეს

დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ და პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ დარეგისტრირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ალტერნატიული კანონპროექტი - "ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" კანონი დააინიცირეს.

ბექა ლილუაშვილის თქმით, ეს კანონი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ამ გამოსვლის შემდეგ, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთან ერთად, აინიცირებს - ,,ოცნების” მიერ დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’, ანუ ე.წ. რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს, კერძოდ, საქართველოს კანონის პროექტს „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ’’. ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად და ფარულად ჩარევას. კანონი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თუ ვინმეს გადარწმუნება გინდათ, რომ თქვენი კანონი არ არის რუსული,  მაშინ ადექით და ალტერნატიული კანონის მხარდაჭერით დაარწმუნეთ, აბა, ეს ადამიანები, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტორ ქვეყნებს შორის - ტოლობის ნიშანს არ სვამთ. ჯარიმებით კი არა, პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით დასაჯეთ რუსეთის გავლენის აგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები