ზელენსკი - დახმარების გარეშე დავბრუნდებით უკან, ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევით კი შეიძლება დავკარგოთ სახელმწიფო

რუსეთთან ომი წაგება შესაძლებელია თუ ტერიტორიას დაკარგავთ და შესაბამისად, დაკარგავთ ხალხს. ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევით კი შეიძლება დავკარგოთ სახელმწიფო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"რას ნიშნავს დაიცვა შენი სახელმწიფო და იყო ნამდვილი ფარი რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის წინააღმდეგ? ეს არის მოკავშირეების დახმარება და ძალიან აუცილებელია. ძნელია დგომა და მტრის შეკავება. კიდევ უფრო რთულია დაიბრუნო უკვე ოკუპირებული ტერიტორიები, ამისათვის საჭიროა ერთიანობა და იარაღი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ მსოფლიოში არ იქნება ერთიანობა, თუ ზოგიერთი ლიდერი იფიქრებს იმაზე, თუ როგორ ააცილოს სანქციები, როგორ ჩართოს რუსეთი ომის გამო გაყინულ ეკონომიკურ პროექტებში, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ერთიანობას.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ერთიანობის დაკარგვა ნიშნავს იმ ძალის დაკარგვას, რასაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინელ ჯარისკაცებს აძლევენ. ამ ერთიანობის გარეშე კი უკრაინა დაკარგავს ტერიტორიას და ამ დახმარების გარეშე მოუწევს უკან დაბრუნება.

"რას ნიშნავს ომის წაგება, ეს ტერიტორია და ხალხია, ეს ხალხია, პირველ რიგში. როცა ვინმე ამბობს: ტერიტორიები არ არის მთავარი, მთავარი ხალხია, ვინ ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე? ცოცხალი ხალხი!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მან განმარტა, რომ ტერიტორიის დაკარგვისას, პირველ რიგში, ადამიანი უნდა დაკარგოს. ეს ნიშნავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უკრაინას მოუწევს უკან დაბრუნება და ეს ნიშნავს მთელი სახელმწიფოს დაკარგვას.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ მათ, ვინც ომის გაყინვაზე საუბრობს სადღაც უკრაინის შუაგულში, ბოლომდე არ ესმის რას ამბობს დიქტატორი ვლადიმერ პუტინი.

"პუტინი ამბობს, რომ უკრაინა არ არსებობს, ეს ერი არ არსებობს, ეს ხალხი არ არსებობს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - მას სურს ჩვენი სრული განადგურება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები