ზელენსკი - უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვა და არა თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები

11 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 40 რაკეტა და დაახლოებით 40 დრონი ესროლა, ზოგიერთი რაკეტა და "შაჰედი" ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"რუსმა ტერორისტებმა კვლავ დაუმიზნეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. განხორციელდა კიდევ ერთი ბოროტი სარაკეტო თავდასხმა ხარკოვსა და ხარკოვის რეგიონზე. სხვა რეგიონების ობიექტებიც იყო სამიზნე: კიევი, ზაპოროჟიე, ოდესა და ლვოვი", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მეზობლები და პარტნიორები ხედავენ რამდენად კრიტიკულია საჰაერო თავდაცვის საჭიროება.

მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვისა და სხვა თავდაცვის მხარდაჭერა და არა "თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები“.

"სწორედ აქ, სწორედ ახლა ჩვენი შესაძლებლობაა დავძლიოთ რუსული ტერორი, რომ მსოფლიოს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ყველა თანაბრად აღიქვამს ტერორს, როგორც დანაშაულს. თუ რუსეთს მიეცემა ამის გაგრძელების უფლება, თუ რუსული რაკეტები და "შაჰედები" მოხვდება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მისი პარტნიორების მტკიცე ნებას, ეს იქნება ტერორის გლობალური ნებართვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

11 აპრილის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას კამიკაძე დრონებით და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით. კერძოდ, ოკუპანტებმა "კინჟალები" გამოიყენეს.

რუსების თავდასხმის ქვეშ მოხვდა ხარკოვის, ლვოვის, კიევის, ოდესის, ზაპოროჟიეს რეგიონები და უკრაინის სხვა რეგიონები. რუსები თავს დაესხნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და დაზიანდა ელექტროქსელი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები