მამუკა მდინარაძე - ძალიან პოზიტიური ამბავია, რომ ახალგაზრდების აზრი ჩვენ საუბარს დაემთხვა

საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია "ქართული ოცნების“ ლიდერი  მამუკა მდინარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნეს.

როგორც მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტუდენტების მიერ  დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, ახალგაზრდები დეტალურად იცნობენ, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ასევე, უცხო ქვეყნების პრაქტიკასაც და მათ მიერ შეთავაზებული ორი წინადადება კანონპროექტში იქნება გაზიარებული.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა საკითხი, რომელსაც არ შევეხეთ კანონპროექტთან, მის პრინციპებთან და  საჭიროებასთან, ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას ბევრი კითხვა დაისვა. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ძალიან საინტერესო წინადადებები დააყენა, რაც გავიზიარე და უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ მოუფიქრებია ჩვენს არც ერთ ოპონენტს. პირველი საკითხი ეხება კანონპროექტის მე-8 პუნქტში სიტყვას "მინიშნება, რომელიც შეიცვლება სიტყვით „ინფორმაციით“, რომ ვინმემ სპეკულაცია ვერ მოახერხოს. მეორე წინადადება შეეხებოდა  დაფინანსებას, კერძოდ,  ახალგაზრდული მიმართულებით შიდა დაფინანსებების, შიდა გრანტების გაზრდას. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მსგავს საკითხზე საუბარი ჩემთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან და ძალიან პოზიტიური ამბავია, რომ ახალგაზრდების აზრი ჩვენ საუბარს დაემთხვა. ეს შემოთავაზებაც უალტერნატივოა და ამასაც გავიზიარებთ.

ჩვენ ყველა საკითხზე დეტალურად ვისაუბრეთ. ერთი-ორი კრიტიკული შენიშვნაც იყო, მაგრამ ამაზეც ამომწურავი პასუხები გავეცით. ძალიან კარგი დისკუსია და აქტიურობაა მათი მხრიდან და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ სტუდენტებს, მათი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს, ყველა კითხვაზე აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები აქვთ გაცემული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები