ზელენსკი - უკრაინის დახმარების ინიციატივები ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ მათი ბოლომდე მიყვანაა საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ახლა განსაკუთრებით სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები.

"თქვენ იცით, რომ დღეს დილით თავს დაესხნენ თავს. ისევ ხარკოვზე, ოდესაზე, კიევის რეგიონზე, ჩვენს ხალხს თავს დაესხნენ. საჰაერო თავდაცვის სისტემები ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველა ინიციატივა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნდა იყოს წარმატებული.

"ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ინიციატივებზე, ისინი ყველა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მათი განხორციელება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

11 აპრილის ღამეს რუსი ოკუპანტები უკრაინას კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საერთო ჯამში, მტერმა გამოიყენა 82 საჰაერო თავდასხმის იარაღი, მათ შორის ათობით რაკეტა და 40 დრონი, სულ განადგურდა 57 საჰაერო სამიზნე.

მასიური თავდასხმის დროს რუსებმა მთლიანად გაანადგურეს ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური, რომელიც კიევის ოლქში მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები