ქუთაისში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებენ

ქუთაისში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებენ. 

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონი რუსულია და არ სურთ მისი მიღება.

მათივე თქმით, ნებისმიერი ასაკის ადამიანი უნდა დაუპირისპირდეს ამ კანონს.  

"არა მარტო მედიის წარმომადგენლები, არამედ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ დარჩება, თუ ამ კანონს მიიღებენ. გადინება ისედაც დიდია და ახალგაზრდები, რომლებიც იხედებიან ევროპისკენ, რომლის მომავალიც არის ევროპაში, იძულებული გახდებიან დატოვონ ქვეყანა. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის მოქალაქე უნდა დაუპირისპირდეს ამ კანონს, იმიტომ, რომ აღარ გვინდა რუსეთში ცხოვრება, საქართველოს მომავალი არის ევროპაში", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი განიხილება, ამის პარალელურად კი პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. 19:00 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქცია იგეგმება.

უახლესი ამბები