spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ

აქციის – “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.

 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

 

“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საათის წინ დაიწყო. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები