პეტრე ცისკარიშვილი - მივმართავ მათ, ვისაც აიძულებენ აქციაზე მისვლას, რომ მტკიცე უარი მიახალოთ "ქოცებს"

დღევანდელ აქციაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, ის არის "ქოცების"  და მივმართავ მათ, ვისაც აიძულებენ აქციაზე მოსვლას, რომ მტკიცე უარი მიახალოთ "ქოცებს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნებას" მოქალაქეები აქციაზე ძალით ჩამოჰყავს.

"დღევანდელ აქციაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, ის არის "ქოცების"  აქცია და იმ აქციაში მონაწილე ადამიანებს, ვისაც აიძულებენ დღეს იქ ყოფნას, მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ თუ ჯერ ავტობუსში არ ჩამსხდარხართ, უარი უთხარით სხვადასხვა მიზეზებით, ან პირდაპირ მტკიცე უარი მიახალოთ "ქოცებს" და უთხრათ, რომ არ გცალიათ და ეს არ არის ის ადგილი, სადაც თქვენ უნდა იყოთ და იღებდეთ მონაწილეობას ამ ხელოვნურ, ე.წ. აქციაში, სინამდვილეში, რუსულ მარშში და ხალხის წინააღმდეგ გამართულ მონაწილეობას.

ძვირფასო თანამოქალაქეებო, ხელფასს რომ გიხდიან ბიუჯეტიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ან ივანიშვილი გიხდით, ან მდინარაძე, კობახიძე. ეს ხელფასი თქვენ გეკუთვნით, რადგან მუშაობთ საჯარო სამსახურში და ბიუჯეტს ვავსებთ ჩვენ ყველა, მთელი საქართველო და ეს არ არის "ქოცების" ბიუჯეტი, ამიტომ არანაირი ვალდებულება არ გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ მათ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციებში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები