ნინო ლომჯარია - თვითორგანიზებული, ძალიან კრეატიულები არიან, მათ ვერ აქცევენ ჩარჩოებში, ამიტომ, ეს არის აღმავალი პროცესი

ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პროგნოზი, რომ ის დაღლიდა საზოგადოებას და ძალას გამოაცლიდა, იმიტომ, რომ თავად პიროვნული შეზღუდული რესურსი აქვთ, - ამის შესახებ "საქართველოს ევროპული ორბიტის" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მზარდი პროტესტი, რომელსაც ვერ გაჰყვება პოლიცია.

"ამ პროტესტმა მოიცვა თითქმის მთელი საქართველო, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაფართოვდება და არ იქნება ერთ ადგილას კონცენტრირებული. 

პოლიციაც და სპეცდანიშნულების რაზმიც კარგად არიან გაწვრთნილები, მაგრამ ბუნებრივია, მათ არ აქვთ ადამიანური რესურსი, რომ ყველა ადგილას მომზადებული იყვნენ.

ამდენი ხანია, პოლიცია ყაზარმულ რეჟიმზეა და შეუძლებელია, რომ აჰყვნენ ამ მზარდ პროტესტს. გარდა ამისა, აქციას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორები, ისინი თვითორგანიზებული, ძალიან კრეატიულები არიან და შესაბამისად, არ არის პროგნოზირებადი და მართვადი ხელისუფლების მხრიდან, ისინი მათ ვერ აქცევენ ჩარჩოებში, ამიტომ, ეს არის აღმავალი პროცესი. 

ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პროგნოზი, რომ ის დაღლიდა საზოგადოებას და ძალას გამოაცლიდა, იმიტომ, რომ თავად პიროვნული შეზღუდული რესურსი აქვთ. 

გარდა ამისა, გარკვეულწილად კოორდინაცია აუცილებელია, თუმცა ერთიანად არ იმართება პროცესი და ეს არის ამ პროცესების უპირატესობა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები