"საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ"

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალება საქართველო“ და ოპოზიციის წევრები აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ

"2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს  და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირს - ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა. სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ფარცხალაძის მეშვეობით გავლენას ახდენენ საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

ოთარ ფარცხალაძე წარსულში არაერთხელ იქნა მხილებული სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, თუმცა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც, სავარაუდოდ, სწორედ მისი, როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო კავშირებით აიხსნება.

სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან შეიტყო და არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან (სუს). რთულად დასაჯერებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურებს ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ სანქცირების შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, რაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძის გავლენებს უკავშირდება. სუსის მიერ გავრცელებული განცხადებით, სამსახურმა ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, თუმცა, ცხადია, ასეთ ვითარებაში არ არსებობს სწრაფი და ობიექტური გამოძიების დაწყებისა და წარმოების მოლოდინი. უფრო მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები აღნიშნული ფაქტის გადაფარვით არიან დაკავებული.

ფარცხალაძესთან დაკავშირებული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ, სუსი მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს და მმართველ პარტიასა და მისი დამფუძნებლის უახლოეს გარემოცვაში რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჩანერგვა ადვილად ხდება. აღნიშნული ფაქტი საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

დღეს, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტიანი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროებენ სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვას“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაში.

რუსული გავლენების გაფართოებას, ასევე ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით კირკიტაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ჰარმონიულად მოქმედებენ ოკუპანტი რუსეთის სპეცსამსახურებთან და მტრის ნაცვლად ებრძვიან იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ინტერესებს იცავენ. დავით კირკიტაძის განცხადებით, ხაშურის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან გაათავისუფლა ახალგაზრდა კაცი, რომელიც არის ჩვენი პარტიის წევრი და იქ  გიდად მუშაობდა. "იცით მიზეზი რა უთხრეს? თურმე გიდს უფლება არ აქვს ტურისტებს ესაუბროს იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ხვდებით რა დონეზე არიან ესენი დაშვებული, ივანიშვილის მთავრობის წევრები უკვე აღარ მალავენ, რომ ისინი რუსები არიან, რუსები".

ანტისაოკუპაციო ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები დგანან ე.წ. ბუფერულ ზონებში და საქართველოს მოსახლეობას უმალავენ მცოცავი ოკუპაციის ფაქტებს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში რეაგირებდეს ოკუპაციის ფაქტებზე და ჩვენს ევროპელ მეგობრებს სთხოვდნენ დახმარებას, ისინი რუსებს ეხმარებიან, რომ ჩუმად გააგრძელონ ოკუპაციის პროცესი. სამწუხაროდ, ფარცხალაძე  არ არის, მხოლოდ ერთი აგენტი,  საქართველოში ბევრი რუსეთის აგენტია.  საჭიროა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გამოავლინონ და სანქციები დაუწესონ ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში.

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო ოლიგარქიული გავლენებისგან გათავისუფლდეს. სამადაშვილმა განმარტა ისიც, თუ რატომ არ დაიწყება გამოძიება ფარცხალაძის საქმეზე და რომ ეს პირდაპირ კავშირშია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. "ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, ეს იმას ნიშნავს რომ ივანიშვილმა თავისი თავის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება. ამიტომ ცხადია არანაირი გამოძიება არ ჩატარდება და უბრალოდ დრო იკარგება ბევრი და დრო არის, რომ დასავლეთმა ნათლად დაინახოს, რომ მხოლოდ ფარცხალაძის დასანქცირება არ არის საკმარისი, ამ ქვეყნის ოლიგაქარქიული გავლენებისგან გასათავისუფლებლად“, - განაცხადა სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები