პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე ადამიანია დაკავებული.

აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულთა შორის ერთი ამერიკის მოქალაქეა.

ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

სამართალდამცველებმა პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებს დაატოვებინა. მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. 

აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ნაწილი ჭიჭინაძის და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთასთან იმყოფება. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები