პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
ოპოზიციის განცხადებით, მათ სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცეს.
მათივე თქმით, სხდომა ერთ წუთსა და 7 წამში დამთავრდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება.