თბილისში გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან

თბილისში გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან. ისინი ამ დროისთვის სასტუმრო "რადისონში" ოპოზიციონერ დეპუტატებს ხვდებიან.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, მისი მთავარი გზავნილი იმ დეპუტატების დასანქცირება იქნება, ვინც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მხარს უჭერს.

"ჩემი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ ეს პროცესი არის არალეგიტიმური და "ქართული ოცნება" გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან. ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს იურიდიულ კომიტეტზე 67 წამში უყარეს კენჭი მესამე მოსმენით ამ კანონს, ხვალ იქნება სესია და მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, 83-ვე დეპუტატზე, ვინც საბოლოოდ, ხმას მისცემს ამ კანონს, უნდა დაწესდეს ძალიან სერიოზული შეზღუდვები - ეს არის სავიზო შეზღუდვა და ფინანსური სანქციები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები