პაატა მანჯგალაძე - ქვეყანა კი არ უნდა დაზიანდეს ამ პროცესში, არამედ ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს ზიანი, ვინც ამ რუსულ საქმეებშია ჩართული

ბუნებრივია, ლოგიკურიც არის სანქციები. მთავარი პრობლემა "რუსული კანონი" კი არ არის, არამედ რუსული ხელისუფლებაა, რომელიც მზად არის, ყველაფერ რუსულს ხელი მოაწეროს, - ამის შესახებ Front News-თან პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ სანქციებმა არა ქართველი ხალხი, არამედ ყველა ის ადამიანი უნდა დააზიანოს, ვინც რუსულ საქმეშია ჩართული.

"ყველამ ნახა უკვე, რომ მთავარი პრობლემა "რუსული კანონი" კი არ არის, არამედ რუსული ხელისუფლებაა, რომელიც ღიად აწერს ხელს ყველა რუსულ ქცევასა და ქმედებაზე. ბუნებრივია, ლოგიკურიც არის სანქციები.

ჩვენ ახლა ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანა კი არ უნდა დაზიანდეს ამ პროცესში, არამედ ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს ზიანი, ვინც ამ რუსულ საქმეებშია ჩართული და დიახ, ლოგიკურიც არის, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები და თანამდებობის პირები დასანქცირდნენ, რომ ვერცერთმა ვერ შეძლოს ამ ნაპარავი, ნაძარცვი ქონების გამოყენება.

ეს მათთვის სერიოზული პრობლემა იქნება, იმიტომ, რომ ერთია, რომ წლებია ძარცვავენ ხალხს და მეორე - ჟარგონს გამოვიყენებ რუსულს - ეს ფულები უნდათ "საგულაოდ". 

ეს წერილი, დიახაც, ასახავს რეალობას, რომ ქართველმა ხალხმა არაფერი არ დააშავა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროპისკენ გზა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება კანონს არ გაიწვევს, მაგრამ სანქცია იქნება პასუხი არა მხოლოდ კანონზე, არამედ ხელისუფლების რეჟიმზე.

"კანონს არ გაიწვევენ, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, იმ რეალობაში დაგვაყენა "ქართულმა ოცნებამ" რომ - "არა რუსულ კანონს" ჩანაცვლდა ასევე "არა რუსულ ხელისუფლებასაც", იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხე არის არა მარტო "რუსული კანონი" არამედ რუსული ხელისუფლება, რომელიც მზად არის, ყველაფერს რუსულს ხელი მოაწეროს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები