პაატა მანჯგალაძე - რა სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი გჭირდებათ იმაზე მეტი, რომ მეგობარი არ დაგრჩათ საერთაშორისო ასპარეზზე?!

რა გამჭვირვალობაზე საუბრობთ, იცის საქართველოს მოქალაქემ თქვენი ბელადის, ივანიშვილის თანხების წარმომავლობის შესახებ?! ადამიანი, რომელიც იყო 9 აპრილის ჯალათის, ლებედის დამფინანსებელი, როგორ ლაპარაკობთ ფინანსების გამჭვირვალობაზე, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" თავისი პოლიტიკის გამო, მეგობარი აღარ დაიტოვა საერთაშორისო ასპარეზზე.

"ეს არის საქართველოს ინტერესების ღალატი. რამდენი ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და რამდენჯერ, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენი მხრიდან არ იყოს მიღებული, თუ თავისუფალი არჩევანის ნება შეგრჩათ რომელიმეს?! რა სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი გჭირდებათ იმაზე მეტი, რომ მეგობარი არ დაგრჩათ საერთაშორისო ასპარეზზე?! ყველა გვეუბნება, რომ თუ ამ საქმეს საქართველო, ჩვენს პარტნიორებს გამოაცხადებს მტრებად - საქართველო დარჩება მარტო იზოლაციაში. ან რა გამჭვირვალობაზე საუბრობთ, იცის საქართველოს მოქალაქემ თქვენი ბელადის, ივანიშვილის თანხების წარმომავლობის შესახებ?! ადამიანი, რომელიც იყო 9 აპრილის ჯალათის, ლებედის დამფინანსებელი, როგორ ლაპარაკობთ ფინანსების გამჭვირვალობაზე, მართლა მაინტერესებს. ან რა სუვერენიტეტის დამცველები ხართ. დიდ პატივს ვცემ ქალბატონ რიმა ბერაძეს, მაგრამ არ ვეთანხმები არაფერში არასდროს. ვერ გამოვიდა ალბათ, თავისი კომუნისტური წარსულიდან. თქვენ 9 აპრილს იყავით რაიკომის მდივანი, პროპაგანდისტი და ნუ საუბრობთ სხვების პროპაგანდაზე.  

რას ეუბნებით იმ ახალგაზრდებს, ათასობით მოქალაქეა გამოსული ქუჩაში, "დუბინკებით" აპირებთ მათ დარბევას, იმის გამო, რომ თქვენ აქ თავისუფლად შემოხვიდეთ და გახვიდეთ, ყოველდღე არბევენ თქვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს, ეს არის ნორმალური?! ხმა გაიკმინდეთ! უფლება არ გაქვთ ხმის ამოღების არცერთს! თქვენი შვილების ტოლებს არბევინებთ ზომბებს, რობოკოპებს! ეს არ არის კაცობა!  

ეს დარბაზი არის ზვიად გამსახურდიას სახელობის, ზვიად გამსახურდიას ეძახდით ჩაუშესკუს და მე მეძახით ახლა პროვოკატორს!", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები