პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ

პარლამენტში მორიგი დაპირისპირება მოხდა.

ტარიელ ნაკაიძის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ ვინც "რუსულ კანონს"  ხელს მოაწერს, "სერგო ორჯონიკიძედ იქცევა", დიმიტრი ხუნდაძემ მას ფურცლები შეაყარა.

შემდეგი დაპირისპირება პარტია "საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.

კიდევ ერთი დაპირისპირება "ხალხის ძალის" წევრებს და ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის მოხდა. ჩარკვიანი "ქართულ ოცნებას" ღალატში ადანაშაულებდა, რასაც გურამ მაჭარაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ თაკო ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

თავდაპირველად დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ადგილი ჰქონდა დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ დაპირისპირებას.

უახლესი ამბები