თამარ კორძაია - აიღეთ პასუხისმგებლობა და მიიღეთ გადაწყვეტილებები ისე, როგორც ამ ქვეყანას სჭირდება

ბატონო ირაკლი, სულ რაღაც 3 თვე და 6 დღეა, რაც ამ ქვეყანაში გახდით პირველი პირი და მოახერხეთ, რომ ქვეყანა ჩაეფლო უზარმაზარ დაპირისპირებაში, მოახერხეთ, რომ საქართველოს რუსიფიკაცია დღეს თქვენი დავალებით პარლამენტის 84-მა წევრმა მოახდინა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ოპოზიციის ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძე დაინიშნა პრემიერად იმის გამო, რომ ყველაზე კარგად ასრულებს ივანიშვილის ბრძანებებს.

"მე მივმართავ საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძეს! ბატონო ირაკლი, სულ რაღაც 3 თვე და 6 დღეა, რაც ამ ქვეყანაში გახდით პირველი პირი და მოახერხეთ, რომ ქვეყანა ჩაეფლო უზარმაზარ დაპირისპირებაში, მოახერხეთ, რომ საქართველოს რუსიფიკაცია დღეს თქვენი დავალებით პარლამენტის 84-მა წევრმა მოახდინა. 84-ვე გაიქცა დღეს ამ შენობიდან სპეცრაზმის თანხლებით, იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორონ თვალი და ამ ფონზე, თქვენი პოლიცია, თქვენი შს მინისტრი აკავებს ჟურნალისტებს, მომიტინგეებს და მერე მათ უსწორდებიან სასტიკად.

აიღეთ პასუხისმგებლობა და მიიღეთ გადაწყვეტილებები ისე, როგორც ამ ქვეყანას სჭირდება. მართალია, ამას მოგიწოდებთ, მაგრამ არ მაქვს რწმენა, რომ ოდნავ მაინც გეყოფათ სინდისი იმისათვის, რომ მოუსმინოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს თქვენი დავალებების შემსრულებლები ვითომ ამუნათებენ. სინამდვილეში, თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, სწორედ თქვენ ჩაგთვალეს საუკეთესოდ ამ პერსპექტივით და იმიტომ დაგსვეს პრემიერ-მინისტრად, რომ სამ თვეში გაგენადგურებინათ ეს ქვეყანა", - განაცხადა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები