სახალხო დამცველი - შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავი უწყება არაერთ შემთხვევაში კვლავ იყენებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დავით ქაცარავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა.

სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მდგომარეობის გარკვევისა და მონახულების მიზნით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაზიანებების ხარისხის/ხასიათის გამო (სახის ძვლების მოტეხილობა), მას უტარდება ოპერაცია და მისი ნახვა ამ დროისთვის შეუძლებელია.

სახალხო დამცველი აქციების პარალელურად გამუდმებით მიუთითებს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი და პროპორციული ძალა და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. ამის საპირისპიროდ, შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავი უწყება არაერთ შემთხვევაში კვლავ იყენებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და არ განახორციელონ მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობა. აქვე შევახსენებთ პოლიციელებს, რომ არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაული წარმოადგენს ერთ-ერთ მძიმე დანაშაულს და მასზე სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.

ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უმოკლეს ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, ყველა მოძალადე პოლიციელის მაქსიმალურად სწრაფი იდენტიფიცირების მიზნით. იმ ფონზე, როდესაც უკვე დაკავებულია აქციის ექვსი მონაწილე სისხლის სამართლის წესით და ადმინისტრაციული წესით - ჯამში 150-ზე მეტი მოქალაქე, დღემდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მათ შორის მათი, ვისი სახეებიც დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას არ იყო დაფარული და მათი იდენტიფიცირება არ უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებულ სირთულეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს წაახალისებს დაუსჯელობის განცდას.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს ჟურნალისტების მიმართ, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა და მასზე ძალადობა უკიდურესად მიუღებელია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას - ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებიან და მოინახულებენ ყველა სხვა დაკავებულ პირსაც, მათი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით. ვიზიტების შედეგები კი მოგვიანებით დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24-საათიან რეჟიმში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები