რომან გოცირიძე - კანონის ამოქმედების შემთხვევაში ეკონომიკა მძიმე დღეში ჩავარდება, ეს მხოლოდ პირველადი გამაფრთხილებელი ნიშნებია

ეროვნული ბანკი აგვიანებს, გუშინვე უნდა გაეკეთებინა ინტერვენციები და გაეყიდა დოლარები. სამწუხაროდ, დღეს ეროვნულ ბანკს აკლია პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურება რომ აეცილებინა თავიდან, დროულად უნდა გაეყიდა უცხოური ვალუტა.

"ეროვნული ბანკი აგვიანებს, გუშინვე უნდა გაეკეთებინა ინტერვენციები  და გაეყიდა დოლარები. 300 მილიონამდე დოლარი იყიდა ბოლო თვეებში და აქედან მცირე ნაწილიც, რომ ჩაებრუნებინა უკან, ასეთი მდგომარეობა არ იქნებოდა. 

ზოგადად, ეროვნული ბანკი უნდა მიმხვდარიყო, რომ მას შემდეგ, რაც ლონდონის ბირჟაზე დაიწყო საქართველოს კომპანიების აქციების ვარდნა, ანალოგიური მოხდებოდა აქაც.

სამწუხაროდ, დღეს ეროვნულ ბანკს აკლია პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა.

აგენტების კანონის ამოქმედების შემთხვევაში ეკონომიკა მძიმე დღეში ჩავარდება. იმას, ახლა რასაც ვხედავთ, მხოლოდ პირველადი გამაფრთხილებელი ნიშნებია. გონს უნა მოეგოს ხელისუფლება, თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. ლარი დოლართან მიმართებით 4,57 თეთრით, ევროსთან კი 5,7 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2,73 ლარი გახდა, ერთი ევროს ღირებულება კი 2,96 ლარია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები