პაატა მანჯგალაძე - მე ვარ ერთ-ერთი ამ აქციაზე და ვარ ამაყი

"ნაციონალური მოძრაობა" ზუსტად ისეთივე ორგანიზატორია ამ აქციის, როგორც აქციის ნებისმიერი სხვა მონაწილე, რომელიც მოიცვამს საქართველოს დროშას და მოდის აქციაზე, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციებზე თავადაც დადის, მაგრამ ორგანიზატორი არ არის.

"ნაციონალური მოძრაობა" ზუსტად ისეთივე ორგანიზატორია ამ აქციის, როგორც აქციის ნებისმიერი სხვა მონაწილე, რომელიც მოიცვამს საქართველოს დროშას და მოდის აქციაზე.

აქციებზე მეც ვარ. ზოგჯერ წინ ვარ, უკან, ზოგჯერ საკუთარი მანქანით მივდივარ - ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვარ აქციის ორგანიზატორი. მე ვარ ერთ-ერთი ამ აქციაზე და ვარ ამაყი.

ვეტოსთან დაკავშირებით პროცესებში მონაწილეობას მივიღებთ, არსად გაქცევას არ ვაპირებთ. მოქალაქეებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ რუსული კანონის მიზანია, ხელისუფლებამ განსხვავებული აზრი ჩაახშოს და დაფინანსება, რომელსაც ვერ გააკონტროლებს, აგენტურად გამოაცხადოს. ჩვენი პირობა იყო, რომ რუსული კანონის უკან გაწვევას და პრეზიდენტის ვეტოზე თუ იქნებოდა საუბარი, ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებდით. მე და გიორგი ვაშაძეს ხელფასი ყველა ვარიანტში დაგვექვითება, რადგან ჩვენი ჯგუფი ბოიკოტში არ არის გასული, ჩვენ ბოიკოტში გასვლის მექანიზმი არ გვაქვს. პლენარულ სხდომებზე რომ არ ვივლით, ყველაფერი დაგვექვითება, ხელფასს ვერ ავიღებთ", – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები