"ექიმმა გვითხრა, რომ შესაძლოა, ფატალური შედეგიც დადგეს, თუ ოპერაცია არ ჩაუტარდება" - აქციაზე ნაცემ აშშ-ის მოქალაქეს მძიმე დაზიანებები აღენიშნება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. 

მამაკაცს  სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. 

მამაკაცის მდგომარეობაზე მისი მეგობარი საუბრობს, რომლის თქმითაც, მას ნიღბიანები სასტიკად გაუსწორდნენ და აღნიშნულის გამო, აშშ-ის საელჩოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.

"დაზიანებებიდან გამომდინარე მას ბევრი დეტალი არ ახსოვს. აქციაზე ვიყავით, როცა ფორმაში ჩაცმული ოთხი ადამიანი დაესხა თავს და ცემა დაუწყეს. 

ტვინში ჰემატომა აქვს. ამიტომ, შაბათს უტარდება ოპერაცია. როგორც მისმა ექიმმა გვითხრა, ის კარგად არ არის და შესაძლოა, ფატალური შედეგიც დადგეს, თუ ოპერაცია არ ჩაუტარდება. სწორედ ამ დაზიანებების გამო, ვეღარ გაფრინდა შეერთებულ შტატებში", - განაცხადა აშშ-ის დაზარალებული მოქალაქის მეგობარმა "მთავართან".