ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუსეთის მცდელობას, გააფართოოს ომი

ხარკოვის მიმართულებით ოპერაციის განხორციელებისას რუსი ოკუპანტები ფრონტის გასწვრივ მთლიანად უკრაინის ძალების დასუსტებას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

”ფაქტობრივად, ოკუპანტის მთელი ხარკოვის ოპერაცია მოდის ფრონტის გასწვრივ ჩვენი ძალების მთლიანად დასუსტების მცდელობაზე და ამავე დროს მისი პროპაგანდის გაძლიერების მცდელობაზე - პროპაგანდაზე, რომელიც მიმართული მსოფლიო ლიდერებისთვის.

რუსეთს სურს აჩვენოს, რომ ის არის, ვინც განსაზღვრავს რა მოხდება ომის შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინის ამოცანაა ხელი შეუშალოს ომის გაფართოების რუსეთის მცდელობას და არ მისცეს უფლება ოკუპანტს, დაარღვიოს ან ფრონტი და ან უკრაინული დიპლომატია.

გასულ კვირას რუსმა ოკუპანტებმა სცადეს ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა. მათ ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას, მაგრამ დაიკავეს რამდენიმე დასახლება "ნაცრისფერ ზონაში".

დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ საბრძოლო ზონა 70 კილომეტრით გააფართოვა.

რეგიონში ყველაზე რთული მდგომარეობა ახლა ვოლჩანსკშია. რუსული დაბომბვის გამო იქ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები