გიორგი გახარია - ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული იმისთვის, რომ ვიღაცა მშიშარა ბიჭებმა ძალაუფლება შეინარჩუნონ

"ოცნება" აღწევს ორ მიზანს და ეს ორი მიზანი მისთვის აუცილებელია იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, პირველი - ფაქტობრივად ეს კანონი საქართველოში ანადგურებს დემოკრატიული გზით არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა. და მეორე, უცვლის ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ზიანზე, რომელიც ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს უკვე მიაყენეს და გაიწვიონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.

"მოდი ვთქვათ, რომ საქართველოს არავინ არ დაასანქცირებს, სახელმწიფოს არავინ არ დაასანქცირებს ეს ერთი, მეორე ეს სანქციები თუ იქნება, იქნება პერსონალური სანქციები და ასევე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს პერსონალური სანქციები უკვე არსებობს. ჩვენ დღეს სასამართლოს უმაღლეს ეშელონებში გვყავს მოსამართლეები, რომლებიც კორუფციის გამო არიან ნაწილობრივ დასანქცირებული. ჩვენ პარტიას ჰქონდა მკაფიო პოზიცია, რომ ნებისმიერი ფორმის სანქციები, რა თქმა უნდა, ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს, მაგრამ დღეს, მას შემდგომ რაც დღევანდელი ხელისუფლება ფაქტობრივად ღიად უკვე საბოტაჟს უცხადებს ქვეყნის საგარეო კურსს, საბოტაჟს უცხადებს ქვეყანაში ნორმალურ არჩევნებს, ასეთი სანქციები შესაძლებელია.  

ყველას კარგად მოგვეხსენება ბოლო ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთი და გერმანია არიან ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები და სახელმწიფოები საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებაში და ბოლოს ამბობდნენ, რომ რეალური გაწევრიანების რეალური პროცესი შესაძლებელია დაიწყოს ოცდაათ წელს, ოცდათხუტმეტ წელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებმა გააღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კარი და დღევანდელი ჩვენი მთავრობა რაღაც გაუაზრებელი იდიოტური მიზეზების გამო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ამ ღია კარში არ შეაბიჯოს. „ოცნება“ აღწევს ორ მიზანს და ეს ორი მიზანი მისთვის აუცილებელია იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, პირველი - ფაქტობრივად ეს კანონი საქართველოში ანადგურებს დემოკრატიული გზით არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობას, ამ მიზანს ისახავს  და მეორე, უცვლის ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული იმისთვის, რომ ვიღაცა მშიშარა ბიჭებმა ძალაუფლება შეინარჩუნონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები