ზელენსკი - დასავლეთის დახმარება ძალიან ნელია, ყოველი გადაწყვეტილება ერთი წლით იგვიანებს

დასავლეთის ქვეყნების ყველა გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო დახმარების შესახებ დაახლოებით ერთი წლის დაგვიანებით მოდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელ მოკავშირეებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისას.

ზელენსკიმ აღწერა დახმარების მიწოდება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების, როგორიცაა Patriot, როგორც "ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ იქამდე ორი ნაბიჯი უკან".

”ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ და შემდეგ ყველა ერთად ვიღებთ, დაახლოებით ერთი წლით გვიან არის”, - აღნიშნა მან.

უკრაინის ლიდერის თქმით, ვითარება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ახლა კონტროლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა საზღვარი გადაკვეთეს და ხარკოვში შეჭრა დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები