ფიშერი - თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას

თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.

"შემიძლია, ვისაუბრო საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპული მომავლის გზიდან.

არსებობს სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ - თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევს. თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ სტანდარტი. თუ არა, მაშინ ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ.

მე წარმოვადგენ გერმანიას. ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო ევროკავშირში. ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყველაზე დიდი მოსახლეობა გვაქვს და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი გადაწყვიტოს - ანუ გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნა, უნდა იყოს ერთსულოვნება და ყველა სახელმწიფომ უნდა განაცხადოს "კი". გერმანიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ ვიტყვით "კი"-ს, თუ ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული", - განაცხადა ელჩმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები