სალომე ქურასბედიანი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ქურასბედიანმა "ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფერო ახალისებს. ამდენად გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევე და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს“, - განაცხადა ქურასბედიანმა.

დასკვნაში ასახულ ძირითად საკითხებზე საუბრისას, ქურასბედიანმა განმარტა, რომ დაზუსტებები კანონპროექტში მეორე მოსმენით განხილვისას შევიდა და პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა. 

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის აპელირება, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მის დამტკიცებას მრავალსაათიანი საკომიტეტო და პრენარული სხდომები უძღოდა წინ, რაშიც ჩართული იყო როგორც რადიკალური ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი. 

"სინამდვილეში, აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მე-2 მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვასიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესაბამისად, ეს დაზუსტებები ჯერ კიდევ, კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა. 

ამასთანავე, ვენეციის კომისია აპელირებს, რომ კანონი თითქოს ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული და თითქოს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ. 

სინამდვილეში შეგახსენებთ, რომ, კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი.  განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ, გვახსოვს ყველას", - განაცხადა ქურასბედიანმა.

მან ასევე  ხაზი გაუსვა, იმ ფაქტს, რომ კომისიის დასკვნის თანახმად, საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიანი ხასიათის იყო, თუმცა, საზოგადოებამ იხილა აქციის მონაწილეების მხრიდან სამართალდამცავებზე თავდასხმის, პარლამენტზე შტურმის და სხვა სახის ძალადობრივი ფაქტები.

"ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა მაშინ, როცა ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენ, ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ სამართალდამცავებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი", - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

ვენეციის კომისიამ დასკვნა დღეს გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ვენეციის კომისია იძლევა მტკიცე რეკომენდაციას კანონის არსებული ფორმით გაუქმების შესახებ, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლებებზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე“.

"ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მკაცრ კრიტერიუმებთან, რომლებიც გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტსა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 17(2), მე-19(2) და 22(2) მუხლებში, რამდენადაც ისინი არ აკმაყოფილებენ კანონიერების, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, რომელიც გაწერილია ECHR-ის მე-14 მუხლში", – აღნიშნულია დასკვნაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები