მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მოწოდება არის ერთიანობისკენ, ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დათმობაზე წასვლაზე

2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი. საქართველო როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან, ჩემი მოწოდება არის ერთიანობისკენ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დათმობაზე წასვლაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, წყენა უნდა დაივიწყოს ყველამ, რადგან ახლა ქვეყანა დაღუპვის პირასაა.

"ერთობა არის ახლა მთავარი. მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა  იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, რა პარტია, ვის გაახსენდება თქვენი პარტია და პროგრამები? ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ყველა წყენის დავიწყება. ჩემი მოწოდება არის ერთიანობისკენ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დათმობაზე წასვლაზე - ნეიტრალური ნომერი, საერთო სია.

საქართველო როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან, როგორც არასდროს ახლოსაა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან. 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა და მთელი მსოფლიო გვიჭერდა მხარს, ახლა ჩვენ ჩაგვხსნეს მსოფლიო მხარდაჭერისგან და ახლა ცდილობენ რომ გაგვყონ და დაგავანაწევრონ. რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ყოველ დროს ამერიკა არის ერთი თაობის იქით, თავისუფლების დაკარგვისგან. ეს თაობა გამოვიარეთ ჩვენ ბოლო 30 წელი და ჩვენ ვკარგავთ ახლა დამოუკიდებლობას.

ახლა უკვე ახალგაზრდა თაობამ აიტაცა ხელში ეს დროშა. მე ვიწინასწარმეტყველე ჩემ საბოლოო საპრეზიდენტო გამოსვლაში 2013 წელს, რომ ეს თაობა აუცილებლად იტყოდა თავის გადამწყვეტ სიტყვას. ეს ახალგაზრდები არ სვამენ კითხვას, თუ რა იქნება მათი ნაწილი დამოუკიდებელ საქართველოში, ისინი სვამენ კითხვას, იქნება თუ არა საქართველო და სად იქნება საქართველო. ისინი არ წვრილმანდებიან კარიერულ და პირად ეგოისტურ მოსაზრებებზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები