კახა კალაძე - მძიმე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა, ანტისამთავრობო მიტინგზე მათი გამოსვლა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მიუღებელია ისეთი მოწოდებები, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხება, ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მანვე განმარტა, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაქცია ექნებოდა.

"მე არ მომიგონია ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოსაზრებები. ამასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს გაუკეთებია არაერთი განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობდნენ, გვირჩევნია ჩვენს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო და ა.შ. მძიმე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა საქართველოში, ანტისამთავრობო მიტინგზე მათი გამოსვლა და კონკრეტული მესიჯების გაჟღერება. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, ალბათ ხვდებით, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ მათ მიმართ. ვგმობთ ასეთ ფაქტებს. ეს არ არის არც მეგობრობა და არც პარტნიორობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები