ანრი ოხანაშვილი - ბლინკენის კრიტიკა სამწუხაროა და არაფერში ჯდება

ვინმე თუ ფიქრობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ჩვენი ვერსია არ ვარგა, ევროკავშირს დაინიცირებული კანონპროექტი წარმოედგინათ. როდესაც ეს არ გააკეთეს, ნიშნავს, რომ გამჭვირვალობასა და ევროპული ტიპის კანონმდებლობაზე უარს ამბობენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა.

"მზად ვართ და ვიყავით შინაარსობრივი დისკუსიისთვის პარტნიორებთან. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლებს დისკუსია შესთავაზა. ასევე შევთავაზეთ, გამოყენებული იყოს ვეტოს ფორმატი იმ ვერსიის წარმოდგენისთვის, რაზეც შეიძლება შეთანხმება ყოფილიყო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ვერსია არ ვარგა, მაშინ ევროკავშირს დაინიცირებული კანონპროექტი წარმოედგინათ. ანუ, ის, რაც, მათი გაგებით, მათთვის ასოცირდება ევროკავშირთან. როცა ეს არ გააკეთეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გამჭვირვალეობასა და ევროპული ტიპის კანონმდებლობაზე უარს ამბობენ. ფიქრობენ, რომ გამჭვირვალობა ევროპის ქვეყნებში მისაღებია და საქართველოში ცუდია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიამ თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა და თქვა, რომ გამჭვირვალობა არადემოკრატიულია საქართველოში.

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნებისმიერი კრიტიკა სამწუხაროა და არაფერში ჯდება, არც მეგობრობაში და არც პარტნიორულ ურთიერთობებში. არავისთან გვაქვს თავი სამართლებელი. სანქციებზე საუბარი მუქარისა და შანტაჟის ელემენტებს შეიცავს. რისთვის? იმისთვის, რომ გამჭვირვალედ მუშაობა მნიშვნელოვანია. ამისთვის შეიძლება მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს ამ ტონით და ტერმინებით ესაუბრო? ეს არის სამწუხარო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები