გიორგი გახარია - ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს

ივანიშვილის რეჟიმი ღია კონფრონტაციაში შევიდა საკუთარ ხალხთან და დაჟინებით ანგრევს საქართველოს მიერ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ათწლეულების განმავლობაში, დიდი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია.

"უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით. ივანიშვილი და "ოცნება" მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს.

ივანიშვილის რეჟიმი ღია კონფრონტაციაში შევიდა საკუთარ ხალხთან და დაჟინებით ანგრევს საქართველოს მიერ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ათწლეულების განმავლობაში, დიდი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს.

ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს.

დარწმუნებული ვართ, საქართველოს მეგობრები ქართველი ხალხის მხარდამხარ დარჩებიან ავტორიტარიზმის, იზოლაციის და შეზღუდული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერს გახარია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები