პაატა მანჯგალაძე - თქვენს შვილებსაც კი ატყუებთ, რომ საქართველოს იცავთ ამერიკისგან და ევროპისგან

დაფიქრდით იმისთვის, რომ რაღაც სკამი და თანამდებობა შეინარჩუნოთ იმეორებთ სიგიჟეს, რომ ამერიკა და ევროპა საქართველოს მტერია და რუსეთი მოყვარე. ვინ გამოდიხართ ხალხო, რას აკეთებთ?! რას ჰგავხართ, მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის მიერ უკვე მიღებული სანქციების ფონზე, თქვენთვისვე სწორი იქნება არ დაიძლიოს ვეტო და დაიწყოთ ფიქრი იმაზე თუ სად მიგიყვანათ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკამ.

რას ეტყვით თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მა იმიტომ დაგვასანქცირა, რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო? ხალხო, მართლა სადამდე მიხვედით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და თქვენს შვილებსაც კი ატყუებთ, რომ საქართველოს იცავთ ამერიკისგან და ევროპისგან.

უბრალოდ დაფიქრდით იმისთვის, რომ რაღაც სკამი და თანამდებობა შეინარჩუნოთ იმეორებთ სიგიჟეს, რომ ამერიკა და ევროპა საქართველოს მტერია და რუსეთი მოყვარე. ვინ გამოდიხართ ხალხო, რას აკეთებთ?! რას ჰგავხართ, მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა. დროზე შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები