შამბა - კონფედერაციის ან სხვა სახის თანამშრომლობის განხილვას საქართველოსთან არ ვაპირებთ

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საქართველოს სურვილი არავის უკვირს, მაგრამ აფხაზეთის ამოცანაა განავითაროს და გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "აფხაზებთან და ოსებთან ერთად - საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".

"მათ 30 წელია ჩვენი დაბრუნება სურთ, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგები ამბავია, ვის აკვირვებს ეს? მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანა ასეთია და ეს ჩვენთვის არანაირი სიახლე არ არის. აფხაზეთს თავისი ამოცანები აქვს, ესენია - დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება, განვითარება და სახელმწიფოებრიობის გამყარება", - განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, აფხაზეთსა და საქართველოს შორის "ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა".

"როდესაც მოვა ამის დრო, მაშინ განვიხილავთ, ჯერ ჩვენ არ ვხედავთ ამის მზაობას, მაგრამ კონფედერაციის ან სხვა სახის თანამშრომლობის განხილვას ამ სახელმწიფოსთან არ ვაპირებთ", - აღნიშნა მან.

შამბას თქმით,  2008 წელს, "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების" წინა დღეს, რუსეთმა სცადა შეეთავაზებინა საქართველოსთან კონფედერაციული ურთიერთობა, მაგრამ რესპუბლიკის ხელისუფლებამ მაშინ ამაზე უარი თქვა.

"ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ისინი თავისი გზით მიდიან, ჩვენ კი ჩვენი გზით", - აღნიშნა შამბამ.

უახლესი ამბები