იაგო ხვიჩია - ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში

ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, ეს დოკუმენტი უკეთესი გახდეს, – ამის შესახებ "გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

"სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მივესალმებით. მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმეა ოპოზიციის ან მათი ნაწილის რამენაირად ერთმანეთთან ისე დალაგება, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ ვგულშემატკივრობთ და მოვუწოდებთ კოლეგებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას. რაც შეეხება ჩვენს შეერთებას, ჩვენ მთელ ამ პროცესში არც ვმონაწილეობდით და, ფაქტობრივად, გუშინ ვნახეთ ბოლო დოკუმენტი, რაც არის. ამიტომ ვთავაზობთ, გნებავთ, ხელმომწერებს, გნებავთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დავიწყოთ დისკუსიები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. არის პუნქტები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, მოგვწონს და პრობლემა არ გვაქვს. არის პუნქტები, სადაც შეკითხვები გვაქვს და დავსვამთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, ეს დოკუმენტი უკეთესი გახდეს. ჩვენი მოსაზრებები შესაბამისობაში თუ იქნება სხვების ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, ამ დოკუმენტზე არც ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არმოწერის.

20 პუნქტიდან რომელია მისაღები და რომელი – მიუღებელი, ამის ჩამოსათვლელად ალბათ სწორი ფორმატი არ არის. მაგალითად, სწორია საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებული ფორმატები, ხელისუფლების შტოთა ბალანსისთვის გამოყენებული პუნქტები. ამ თვალსაზრისით წინსვლაა, მაგრამ ასევე არსებობს ბუნდოვანება და საკითხები, რომლებიც „გირჩის“ პოზიციას  ეწინააღმდეგება.

ნებისმიერ ადამიანს რამე კონტრაქტზე ხელმოწერას როცა სთხოვენ, უფლება აქვს, გაეცნოს, გამოთქვას შენიშვნები და ამ პუნქტებთან დაკავშირებით არგუმენტები მოისმინოს. მზად ვართ, ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა, გავაკრიტიკოთ ან შევაქოთ თითოეული პუნქტი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მივესალმებით საქმეს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს ეხმარება გაერთიანებაში და მათი ხმები ნაკლებად დაიკარგება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი „გირჩის“ იმ გეგმისკენ, რომლის მიხედვითაც, არსებობს სამი პოლიტიკური ძალა და საარჩევნო ბიულეტენი უნდა იყოს სწორედ ამ სამი ძალისგან შემდგარი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები