ბორელი - თუ კანონი მიღებული იქნა, გადაწყვეტილებას მივიღებთ ივნისში დაგეგმილ საგარეო საქმეთა კომიტეტზე

ჩვენ დავიწყეთ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი რეაგირების განხილვა და გადაწყვეტილებები იქნება მომდევნო საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის, ივნისში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

"ვისაუბრეთ საქართველოზე. გვქონდა დისკუსიები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის თაობაზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი და მძიმე საკითხია, მაგრამ სხვები მიიჩნევენ, და სამართლიანადაც, რომ ეს კანონი ევროპული ნორმებისა და ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული. ნახსენები იქნა ვენეციის კომისიის დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი. ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის მხრიდან ყველაზე სწორი და გამართლებული ზომების განხილვა, თუ კანონი მიღებული იქნა, გადაწყვეტილებას მივიღებთ ივნისში დაგეგმილ საგარეო საქმეთა კომიტეტზე.

ასევე განვიხილეთ მოახლოებული არჩევნები, სადაც ქართველები ხმას მისცემენ თავიანთი ქვეყნის კურსს, ხოლო მთავრობის ქმედებებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა იღებს ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა", - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები